ისტორია

ა(ა)იპ სპორტული კლუბი ,,არმია“ წარმოადგენს მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსს, რომელიც შედგება საკალათბურთო და რაგბის გუნდებისაგან. „არმია“ ასპარეზზე გამოჩნდა 2010 წელს და დღესდღეობით ქართულ სპორტში წამყვან ძალას წარმოადგენს, როგორც კალათბურთში, ასევე რაგბის მიმართულებით.

კლუბის მენეჯმენტი განთავსებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „სპორტულ კომპლექს არმიაში“, სადაც ასევე წვრთნებს გადის საკალათბურთო გუნდი, სპეციალურად მათთვის შექმნილია  შესაბამისი  სტანდარტების სავარჯიშო დარბაზი, საკალათბურთო დარბაზი (სადაც ხშირად იმართება ამხანაგური შეხვედრები) და სასტუმრო კომპლექსი.

რაგბის გუნდი წვრთნებს გადის სსიპ აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრში, სადაც ასევე შექმნილია საუკეთესო პირობები გუნდის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის.

საკალათბურთო კლუბი „არმია“

            კლუბი ჩამოყალიბდა 2010 წლის 6 ნოემბერს და მალევე შეძლო რიგი წარმატებების მიღწევა:

·         2011 წლის 1 თებერვალი- საქართველოს თასის მე–9 გათამაშების გამარჯვებული;

·         2011 წლის 24 მაისი- სუპერლიგის თასის მფლობელი;

·         2011 წლის 29 მაისი- ქორქიას სახელობის სუპერთასის მფლობელი;

·         2011 წელს კლუბმა ევროჩელენჯზე იასპარეზა;

·         2012 წლის 20 იანვარი- ქორქია-საკანდელიძის მემორიალური ტურნირის გამარჯვებული;

·         2012 წლის 30 იანვარი- საქართველოს თასის მე–10 გათამაშების გამარჯვებული;

·         2012 წლის 23 მაისი- სუპერლიგის თასის მფლობელი;

·         2012 წლის 25 მაისი- საქართველოს სუპერთასის მფლობელი;

·         2012 წელს კლუბმა ევროჩელენჯზე იასპარეზა;

·         2013 წელი- დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებული;

·         2013 წელი- სუპერლიგის თასის ბრინჯაოს მედალის მფლობელი;

·         2014 წელი- სუპერლიგის თასის ბრინჯაოს მედალის მფლობელი;

 

რაგბის კლუბი „არმია“

            კლუბი ჩამოყალიბდა 2010 წელს და მალევე შეძლო რიგი წარმატებების მიღწევა:

·         2011 წლის 26 ნოემბერი- საქართველოს თასის მფლობელი;

·         2011 წელი- საქართველოს თასის მფლობელი 7-კაცა რაგბში;

·         2012 წელი- სარაგბო ჩემპიონატის ვერცხლის მედალის მფლობელი;

·         2012 წელი- საგაზაფხულო ტურნირის გამარჯვებული;

·         2013 წელი- სარაგბო ჩემპიონატის ვერცხლის მედალის მფლობელი;

·         2014 წელი- სარაგბო ჩემპიონატის ვერცხლის მედალის მფლობელი.